logo
ENG



სოფელ გრემისხევთან ოკუპანტების გააქტიურებაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს

20 აგვ 202121:17
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დუშეთში, სოფელ გრემისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები 2011 წლიდან ფიქსირდება - რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორიაზე აღმართეს სხვადასხვა უკანონო ინსტალაცია, მათ შორის, საგუშაგოც.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება საოკუპაციო ძალების თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს. ამ კონტექსტში, რათქმაუნდა, გამონაკლისს არც მცხეთა-მთიანეთის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები წარმოადგენენ, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთა-მთიანეთის სოფლებში რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებებზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ დღეს ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, პატრულირებისას უჩველო ბლოკსაგუშაგო აღმოაჩინეს. 

„გუშინდელ ჩვენს პატრულირებაზე არაფერს დავწერდი, რომ არა ჩვენთვის უჩვეულო, არატიპიური საგუშაგო არ აღმოგვეჩინა. ოკუპაციის ხაზის შიგნით, დაახლოებით 500მეტრში მდებარე ეს საგუშაგო ჩვენთვის "სიურპრიზი" აღმოჩნდა. რთულია იმის თქმა, ეს ახალი საგუშაგოა თუ "ძველი", მაგრამ ერთმნიშვნელოვნად განსხვავებულია აქამდე ჩვენს მიერ ნანახ და დაფიქსირებულ ორკ-საგუშაგოთა შორის. ფოტოზე კარგად ჩანს სამშენებლო მასალები, რომელთა არსებობაც უნდა ნიშნავდეს ან დასრულებულ მშენებლობას და მორჩენილ მასალებს, ან არსებული საგუშაგოს გაფართოვების სამზადისს", - წერს ქაცარავა.


close დახურვა