ზუგდიდის რაიონის, სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობაში ადგილზე 2 ჯგუფი მუშაობდა, მამაკაცის ცხედარი კი სახლში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ იპოვეს.
