ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოხუცი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.