logo
ENG



სოფელ მაჩხაანში ქალს ბალახის დაწვის დროს ცეცხლი წაეკიდა და დაიღუპა

03 ივლ 202018:53
3 წუთის საკითხავი
 
9o10a8ffjiv19t4.jpg

დედოფლისწყაროში, სოფელ მაჩხაანში, უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ ნაკვეთში ბალახს წვავდა, რა დროსაც ცეცხლი წაეკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა