გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.