პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვს, რის გამოც წყლის საქაჩს ვერ რთავენ.
მათი განმარტებით, მიზეზი „ენერგო პრო ჯორჯიას“ უმოქმედობაა, რადგან კომპანია დაპირებას არ ასრულებს და ელექტროგადამცემი სადგური ამ დრომდე კერძო პირის ეზოში დგას.