logo
ENG



სოციალური აგენტები ორშაბათიდან გაფიცვას აანონსებენ

25 ივნ 202007:25
3 წუთის საკითხავი
 

სოციაულური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროს დროს ორშაბათამდე აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოადგილე მათ ხელფასების გაზრდას დაპირდა, სოც.აგენტებს მოსალოდნელი გაფიცვის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ.

სოციალური აგენტები ამბობენ, რომ მათი ფიქსირებული ხელფასი 80 ლარია, უფროსი სოციალური აგენტების კი დაახლოებით - 350.

თუშეთის რაიონული განყოფილების უფროსი სოციალური აგენტი გიორგი აფციაური "ფორმულასთან" საუბრისას განმარტავს, რომ მათი მიზანი რადიკალური მოქმედებები არ არის, თუმცა სააგენტო მათ სხვა გზას აღარ უტოვებს. 

"შევქმენით პროფკავშირი. დავიწყეთ კოლექტიური დავა. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს გავლილი მედიაციის პროცესი, რომელმაც უშედეგოდ ჩაიარა სამწუხაროდ. არ ვართ მოწოდებულები მაინც და მაინც უხეში ფორმით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ვცადეთ მედიაციის პროცესის გაგრძელება, რაზეც არანაირი პასუხი არ მოგვსვლია სამინისტროსგან. თუ კომუნიკაციას ჩვენთან არ დაიწყებენ, უახლოეს დღეებში გაფიცვას დავიწყებთ“, - განაცხადა აფციაურმა. 

შეგახსენებთ, რომ სოციალური აგენტები შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრთან და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ.


close დახურვა