სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი საყოფაცხოვრებო საშუალებები გადაეცათ. ორხევის მოსახლეობამ ეს დახმარება დედაქალაქის მერიისა და ინდუსტრული პოლდინგის "აი ჯგუფისგან" მიიღეს.
ინდუსტრიული ჰოლდინგი მოქალაქეებს დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში ეხმარება. მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველების დახმარებას მომავალშიც აპირებს.
შემდეგში ნობათებს ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარი 64 ოჯახი მიიღებს.