ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლება არ განიხილება. სოხუმში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურნენ.
ირაკლი ბებუა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დროშის დაწვის ბრალდებით დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
რამდენიმე დღის წინ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ზაზა გახელაძის შემთხვევაში მოხერხდა.