logo
ENG



სპექტაკლებით მოყოლილი სათქმელი ომზე

26 სექ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

ირანში არსებული დაძაბულობის გამო, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ირანელი არტისტების გარეშე ჩაივლის. დასმა ირანიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო. "ფესტივალი მხარს უჭერს ირანელი ქალების თავგანწირვას სინათლისათვის, მომავლისათვის, თავისუფლებისა და პერსპექტივისათვის" - წერენ ორგანიზატორები და ჰყვებიან, რომ დასის წევრები ვერ პოულობენ ერთმანეთს, არ აქვთ ინტერნეტი და ტელეფონებიც არ მუშაობს. ფესტივალი ამ რთული ეპიზოდით იწყება, სხვა მხრივ გეგმები არ შეცვლილა. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უკრაინიდან პუტინის შეჭრის გამო ლტოლვილობაში წამოსული თეატრალური დასი გახსნის.


close დახურვა