logo
ENG



სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდა

02 აგვ 202411:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/pcynh73z8an7iha.jpg

სპეცრაზმელის მიერ მოქალაქე რევაზ მიხანაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდა. სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, პროკურორმა განაცხადა, რომ დანაშაულის დაფარვისთვის დაუსწრებლად ბრალდება წარედგინა იოსებ ბარჯაძესაც.

პროკურორის ინფორმაციით, ბარჯაძე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

შემთხვევა 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოხდა.

გამოძიების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.


close დახურვა