logo
ENG



სროლა გერმანიაში - დაღუპულია 8 ადამიანი

20 თებ 202008:44
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიაში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ჰანაუში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ორი რესტორნის სტუმრებს გაუხსნეს. ორივე დაწესებულება ე.წ. ჩილიმ ბარია. სროლის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ათამდე გასროლა განახორციელეს. სროლის შემდეგ შეიარაღებული პირები, რომელთა რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, დანაშაულის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.

ქალაქ ჰანაუსა და მის შემოგარენში სამძებრო ოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმები და ავიაცია ახორციელებს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა