logo
ENG



სტარმერის თქმით, უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული

25 ნოე 202522:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/25/uri5ysgtnjfmll1.jpg

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერის ოპტიმისტურად შეაფასა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევა.

სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამშვიდობო წინადადებების შესახებ მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი და რომ "მიესალმება ზოგიერთ იმ ძვრებს, რომლებიც ახლა გამოიკვეთა“.

მან დაამატა, რომ უკრაინა აშშ-ის პროექტში რამდენიმე კონსტრუქციული ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ პოზიტიური მიმართულებით მივდივართ და დღევანდელი მინიშნებებიდან ჩანს, რომ ტექსტის უმეტესი ნაწილი, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი მიუთითებს, შეიძლება მიღებულ იქნას", - თქვა მან.


close დახურვა