logo
ENG



სტოლტენბერგი: ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია

03 ოქტ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/oh38nuo5qhmgbcy.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

"ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია," - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO  სერიოზულად უნდა მოეკიდოს რიტორიკას, რომელიც რუსეთიდან, მათ შორის ვლადიმერ პუტინისგან მოდის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.


close დახურვა