logo
ENG



სტოლტენბერგი: ევროპისა და ამერიკის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, ზიანს აყენებს ევროკავშირს

08 ნოე 201909:25
3 წუთის საკითხავი
 
wemhiytzaedlf5z.jpg

,,ნატო ძლიერი კავშირია, ხოლო ევროპისა და ამერიკის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, ზიანს აყენებს ევროკავშირს,'' - ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინტერვიუს  საპასუხოდ გააკეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტს არ ეთანხმება არც გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელის თქმით,  პარტნიორებს შორის უთანხოების შემთხვევაშიც კი მსგავსი განცხადებების გაკეთება საჭიროა არ არის. მაკრონის ინტერვიუს   შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც გამოეხმაურა. მაიკ პომპეომ ნატო-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი უწოდა. 

ემანუელ მაკრონმა მედიასთან  საუბრისას განაცხადა, რომ ნატო ,,ტვინის სიკვდილის'' სტადიაში  იმყოფება და ამერიკის შეერთბული შტატების  გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ, ამის დასტურია.


close დახურვა