logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება

10 თებ 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/nyz4yd80ozf0ndl.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს.

"თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსეთის აგრესია, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს. ამიტომ, ალიანსის წევრები აქტიურად უნდა მოემზადონ რუსეთთან კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ამისთვის თავდაცვის ინდუსტრიის გაფართოება გვჭირდება", - აცხადებს სტოლტენბერგი.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ 5-8 წლის განმავლობაში რუსეთმა, შესაძლოა, NATO-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა განახორციელოს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა