NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"NATO უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს, რამდენიც ხანიც დასჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ბევრი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა.
21 ნოემბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს მეტის გაკეთება შეეძლო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და მისი თქმით, თუკი, უკრაინის მაგალითმა მსოფლიოს რაიმე ასწავლა, ეს ისაა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ადრე უნდა დაეჭირათ.
