"სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილი ახალგაზრდების განცხადებით, "ქართული ოცნება" ახალ თაობას თავისუფალ გარემოში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების წართმევას ცდილობს.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე სოლიდარობას უცხადებენ მოძრაობების " შეცვალე" და "ქვეყნის სამსახურში" დაკავებულ წევრებს. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.