სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად, კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა. ფოტოებს სტუდია მონიტორი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, გამყრელიძემ მანამდე ველისციხეში, ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა.
კომენტარისთვის ფორმულა ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, რომლის მტკიცებითაც, თანამშრომლებთან ერთად, რეგულაციების დაცვით ისადილა.
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24ში წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლებასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.
მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო", - ამბობს გამყრელიძე ფორმულასთან.