კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. იაროსლავ სუმბაევის ადვოკატები იუსტიციის მინისტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექსტრადიციის შეჩერებას სთხოვენ. სუმბაევს რუსეთი ბრალს კიბერდანაშაულში და ამ საქმის გამომძიებლის მკვლელობაში სდებს. საქართველოში აიტი სპეციალისტი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. თავად სუმბაევი ქართველ სპეცსამსახურებს გატაცებაში ადანაშაულებს, მალე კი შესაძლოა, ის რუსეთის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი რუსეთის ციხეში გახდეს. რუსი ჰაკერის მოსკოვში ექსტრადაციის შეჩერების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს მოუწოდებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, იარუსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება შეაჩეროს.
ოპოზიციაში აფგან მუხთარლის საქმესთან ავლებენ პარალელს და ამბობენ, რომ მათთვის გასაკვირი არა წულუკიანის მსგავსი ქმედება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სუმბაევის ექსტარდირების შემდეგ ნამდვილად გახდეს ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ექსპერტი შოთა უტიაშვილი იეროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადაციას და ამბობს, რომ ამ საქმეს აქვს 2 მხარე. ამიტომაც, შესაბამის უწყებებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ იაროსლავ სუმბაევს საჭიროზე მეტი დრო ექნება, სტრასბურგს მიმართოს და ექსტრადირების პროცედურის შეჩერება მოითხოვოს. მისი თქმით მიმდინარეობს ორ სამართალდამცავ სტრუქტურას შორის მოლაპარაკებები ეტაპირების თარიღის განსასაზღვრად.