logo
ENG



სუმის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

30 ივლ 202313:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/qann3z1ilqao5ne.jpg

სუმის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში 3 ადამიანი რჩება", - აცხადებს სუმის საქალაქო საბჭო.

რუსულმა ძალებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ცნობით, რუსეთმა თავდასხმა ქალაქ სუმზე გუშინ, საღამოს 8 საათზე განახორციელა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გაადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა