დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთის მთავარ პრიორიტეტად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა რჩება.
"ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
23 თებერვალს, სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება და ამაზე მუშაობის დაწყება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკვე შეუძლია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა პირველ რიგში მთელი ძალისხმევა უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ უნდა მიმართონ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტილვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.