logo
ENG



სურამში ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა

18 იან 202015:43
3 წუთის საკითხავი
 
f3zab5olmxd6nzl.jpg

სურამში ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა. 26 წლის ქალს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ, 32 წლის კაცს ეძებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" დაუდასტურეს, რომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გაშორებული იყო. 4 წლის შვილის დედა სურამში, ბუღაურის დასახლებაში ქმრის ბებიასთან იყო სტუმრად ჩასული.


close დახურვა