logo
ENG



სურგულაძე: ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ

19 მაი 202616:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/19/gvyxl3vlj09xnt8.png

ბავშვებმა წამალი აუცილებლად უნდა მიიღონ…

ეს არ არის ფუფუნება.

ეს არ არის ახირება.

ეს არის მათი ყოველდღიური ბრძოლა მოძრაობისთვის, სუნთქვისთვის, სიცოცხლის ხარისხისთვის… ბავშვობისთვის.

დიუშენის დიაგნოზი ძალიან მძიმე გზაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. მაგრამ დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, აძლევს დროს, იმედს და ძალას.

და როცა იმედი არსებობს — გულგრილობის უფლება აღარ გვაქვს.

100 ბავშვი დღეს ელოდება არა სიბრალულს, არამედ შანსს.

შანსს, რომ უფრო დიდხანს ირბინონ, ჩაიხუტონ მშობლები, იოცნებონ, გაიზარდონ…

ხშირად ერთი ადამიანის დახმარება პატარა გვეჩვენება.

მაგრამ როდესაც ბევრი ადამიანი ერთ გულად ერთიანდება — სწორედ მაშინ ხდება სასწაული.

მჯერა სიკეთის.

მჯერა, რომ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც სხვისი ტკივილის დანახვა შეუძლია, ყველაზე ძლიერია.

და მჯერა, რომ ამ ბავშვებს მარტო არ დავტოვებთ.


close დახურვა