logo
ENG



სურგულაძე: ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მუშაობა და არაა აუცილებელი ყველაფერი ჩავკეტოთ

04 იან 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადება საჭირო არ არის, რადგან ბიზნესმა წარმოაჩინა პანდემიის პირობებში მუშაობის უნარები. 

როგორც ზურგულაძემ აღნიშნა, იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირებდნენ, მათ მიერ ყველა რეგულაცია გათვალისწინებული იყო. 

"ბიზნესმა თავის სიტყვა შეასრულა, ძალიან კარგად ჩემი აზრით. ბევრ შემთხვევაში ძალიან კარგად რეგულირდებოდა ნაკადები, ადამიანების რაოდენობა, იყო დაცული იგივე ნიღბის ტარების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მუშაობა და არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩავკეტოთ, ყველაფერი ჩავრაზოთ და ადამიანები გავაღარიბოთ", - განაცხადა ვატო ზურგულაძემ

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. ასევე 24 დეკემბრიდან დაკეტილი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ისევ ფუნციონირებდნენ, თუმცა მათი მუშაობა 3 იანვრამდე იყო გათვალისწინებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3 იანვრიდან 15 იანვრამდე უქმე დღეებია გამოცხადებული. 


close დახურვა