logo
ENG



სუს-ის წინ დაკავებული "მეტი თავისუფლება - გირჩის" წევრები ხელწერილით გაათავისუფლეს

16 სექ 202121:48
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ის წინ დაკავებული "მეტი თავისუფლება - გირჩის" წევრები ხელწერილით გაათავისუფლეს

მეტი თავისუფლება - გირჩის წევრები, რომლებიც დღეს სუს-ის შენობის წინ აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს.

ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატები ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

მეტი თავისუფლება - გირჩის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივიდნენ და შენობის წინ მანქანა დააზიანეს. მათ უწყებასთან საკუთარი მანქანა ჰყავდათ მიყვანილი. 

აქცია-პერფორმანსის მიზანი, ზურა ჯაფარიძის თქმით, იმის ჩვენება იყო, თუ "როგორ დაიფშვნება სუს-ი".

 


close დახურვა