"ფორმულასთან" საუბრისას სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა. სპეცრაზმელის თვითმკვლელობის შესახებ განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ამ წუთებში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
"ეს ინფორმაცია, ვინც მომაწოდა, სახელი და გვარი არ მოუწოდებია ჩემთვის. ვრცელდება ასეთი ვერსიები, რომ სამიდან ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოკლა,"- ამბობს მაჩალიკაშვილი.