logo
ENG



სუს: კასპში, ყარაფილასთან საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გაავლეს

01 სექ 202019:01
3 წუთის საკითხავი
 
w12y3aocsm1k5tj.jpg

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გაავლეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - აცხადებენ სუს-ში. 


close დახურვა