logo
ENG



სუს: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

14 მაი 202119:57
3 წუთის საკითხავი
 
სუს: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. 

უწყების ინფორმაციით, ჯაფარიძის უკანონო დაკავების შესახებ მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც, მათივე განცხადებით, დაკავებულის ინტერესებს ემსახურებოდა.

„პირის უკანონოდ დაკავება განხორციელდა ოკუპირებული ქ. ცხინვალის მიმდებარედ. ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში. 

 

close დახურვა