logo
ENG



ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება კომენდანტის საათის განმავლობაში გაიმართება

18 აპრ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საპატრიარქომ მრევლს სახლებში დარჩენისკენ არ მოუწოდა. სააღდგომო ლიტურგია ტაძრების უმეტესობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევით ჩატარდება.

ძალიან ცოტაა იმ ეპარქიების რაოდენობა, რომელთა მმართველებმაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მსახურებას მრევლის გარეშე აღასრულებენ. თეოლოგები, ექსპერტები და საზოგადოება მიიჩნევს, რომ საპატრიარქო უპასუხისმგებლოდ მოიქცა, ხელისუფლებამ კი მათ კანონის დარღვევის საშუალება მისცა. 

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები  მცირე ეკლესიებს შეეხო, სადაც სააღდგომო ლიტურგიას მხოლოდ სასულიერო პირები ატარებენ.

ეპიდემიოლოგებისთვის კი მრევლის შეკრება რისკფაქტორია. მათი პროგნოზით, ინფიცირებულების რიცხვი სააღდგომო მსახურებების შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება.  


close დახურვა