logo
ENG



ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

16 ოქტ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 
ykwvw15qfd7tv78.jpg

ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდათ.

"მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარიულ-სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით "რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას , პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.


close დახურვა