logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 124

16 ოქტ 202010:48
3 წუთის საკითხავი
clock 5751
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 124

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმცაიას StopCov.ge ავრცელებს. ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსით 124 ადამიანია დაღუპული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, 5 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, 3 - ბათუმში, 2 - იმერეთში, 1 კი გორში.

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა