logo
ENG



ტერორისტული სახელმწიფო - შაბათის ფორმულა

22 ოქტ 202221:13
3 წუთის საკითხავი
 

რა გახდა უკრაინისთვის, მთავარი მიზეზი, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა, სანქციების სიაში აღმოჩნდა. რუსეთ-უკრაინის ომმა, ქართული ოცნების რუსული სახე, საბოლოოდ გამოაჩინა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდი, მუდმივად ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო ტრიბუნებზე, სხვადასხვა რეზოლუციების მხარდაჭერით, უკრაინის მხარესაა. ეს არგუმენტი, ხელისუფლებამ სტრასბურგის სესიის შემდეგ, საბოლოოდ დაკარგა, როცა რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. არის თუ არა რუსეთი ტერორისტული ქვეყანა - ეს კითხვა შაბათის ფორმულამ მმართველი პარტიის დეპუტატებს და საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა. იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის 20 პროცენტი, ახლაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, პუტინის რეჟიმს სახელსაც კი ვერ არქმევს.

 


close დახურვა