logo
ENG



ტესტირებაზე ერთ-ერთი კრიტერიუმი გახდება კლინიკური სიმპტომები - მაია ბუწაშვილი

30 მარ 202022:11
3 წუთის საკითხავი
clock 363

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ექიმების მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებს ტესტირება ჩატარებოდათ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც.

როგორც ინფექციონისტმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ შეიცვლება მიდგომა და შემოწმება მოხდება როგორც მოგზაურობის ისტორიისა და ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ასევე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

„კარგა ხანია, თადარიგის დაჭერა დაიწყო - ჩვენ ვითხოვდით ტესტირების კრიტერიუმის შეცვლას. ჯანდაცვის სამინისტრო წამოვიდა ამაზე - შევჯერდით ალგორითმზე, რომელიც ალბათ ხვალ დამტკიცდება. ერთ-ერთ კრიტერიუმად რჩება მოგზაურობის ისტორია. აქამდე კრიტერიუმი იყო მოგზაურობა და ინფიცირებულთან კონტაქტი - ვითხოვდით ექიმები, რომ ყოფილიყო სიმპტომებიც. მინდა დავაკონკრეტო - ნუ ინერვიულებს მოსახლეობა, რომ ყველას ჩაუტარდება გამოკვლევა. ეს იქნება ქაოტური და ასე არ მოხდება", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.


close დახურვა