logo
ENG



კრამერი: "ოცნება" პრეზიდენტის მხარდაჭერის ნაცვლად მასთან ომში შედის, ეს ქვეყანას არ წაადგება

15 მარ 202223:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/le38gpx5n4kc3nu.png

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ფორმულას ეთერში ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეები სხვადასხვა აზრზე არიან და რომ ხელისუფლება მოსახლეობას რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება. 

მისივე შეფასებით, სასაცილოა ქართული ოცნების დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილთან. 

"საქართველოს მთავრობა არ არის იმ აზრზე, რა აზრზეც საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისგან ვიხილეთ უდიდესი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საქართველოს მთავრობა არ იჩენს საკმარის მხარდაჭერას უკრაინის და უკრაინის მოქალაქეების მიმართ. საქართველოს მოქალაქეები კრიზისს პუტინს და რუსეთს აბრალებს, მთავრობა რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება მათ. 

ბრძოლა, რაც გამართულია ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს შორის, სასაცილოა. მას არ აქვს ძალაუფლება, მაგრამ ცდილობს, ნათელი მოჰფინოს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ მას მხარი დაუჭიროს, შიდაპოლიტიკურ ომში შედიან, რაც ნამდვილად არ წაადგება საქართველოს". - თქვა დევიდ კრამერმა. 

კრამერმა ასევე თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, ამასთან, "ხედავს, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ნატოს წევრობის შესაძლებლობას"

15 მარტს საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა დაიწყო.

მმართველმა პარტიამ მიზეზად პრეზიდენტის განცხადება დაასახელა იმის შესახებ, რომ ევროპულ ქვბეყნებში ვიზიტები ნებართვის გარეშე, პირადი კონტაქტების გამოყენებით გამართა. 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი "ქვეყანაში უნდა იყოს"

მანამდე, 14 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან". 


close დახურვა