logo
ENG



ტესტირების შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კიდევ დაემატებიან გამოჯანმრთელებულები - ეზუგბაია

31 მარ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 
wexm03uni97up3p.jpg

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარიან ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომაროება სტაბილურია. ექიმები რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებასაც ვარაუდობენ.

„ჩვენს ცენტრს დაგვემატა ორი დადასტურებული პაციენტი - ახლა გვყავს სულ 33 პაციენტი. ერთ-ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, სტაბილურადაა. სხვა ყველა პაციენტთან მდგომარეობა უცვლელია. ამ ეტაპზე გაწერილი გვყავს 18 პაციენტი. ჩატარდება ტესტირება და იმედი გვაქვს, რომ კიდევ დაემატებიან გამოჯანმრთელებულები. ჯამში ქვეყანაში 21 გამოჯანმრთელებულია", - აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა შიდა გავრცელების დაწყების შესახებაც და განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს არასწორ მუშაობას. მისივე თქმით, ამ შემთხვევების შესამცირებლად მკაცრდება უსაფრთხოების ზომები.

„შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ იქნებიან პაციენტები, ვისაც არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, არ ჰქონდათ შეხება არც სხვა ინფიცირებულებთან. ეს ნიშნავს პაციენტის წყაროს გარეშე გამოვლენას. ნუ გავავრცელებთ არასწორ ინფორმაციას - ეს არ არის არასწორი მუშაობის შედეგი. ამიტომ მკაცრდება უსაფრთხოების ზომები", - განაცხადა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა