logo
ENG



ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ

06 აპრ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ. 

მათი თქმით, დავით გურგენიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ის "კრიმინალია", რომელიც "CV-ის აყალბებს". 

სტუდენტების მტკიცებით, გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეშიც კი მოიხადა, თუმცა, CV-ში უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა. 

მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც თანამდებობაზე გადადგომის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში ხელახლა დაინიშნა, პოსტზე მათ შორის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. შოთაძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გურგენიძეც გახდა რექტორი. 

მაშინ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტმა ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.


close დახურვა