logo
ENG



ტიკარაძე: ქვეყანაში სუნთქვის აპარატების საკამრისი მარაგია

06 აპრ 202012:51
3 წუთის საკითხავი
clock 292

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ სუნთქვითი აპარატების მარაგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში 700-ზე მეტი აპარტია.

ტიკარაძის თქმით, ახლა მხოლოდ 6 ადამიანს ესაჭიროება სუნთქვითი დახმარება.

„სუნთქვის აპარატების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. ჩვენ გყვავდა დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფებიან 6 პაციენტი, რომელთაც ესაჭიროებათ სუნთქვითი მხარდაჭერა. აქედან, 3 არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ერთი ინფექციურ საავადმყოფოში. ის მარაგი, რომელიც მობილიზებული გვაქვს სახელმწიფო მასშტაბით, ამ ეტაპზე 700-ზე მეტია ეს რიცხვი, სრულიად საკმარისია“, - განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა