logo
ENG



ტიკარაძე: მხოლოდ პროტოკოლის ეფექტურობა მისი განხორციელების ეფექტურობას არ განსაზღვრავს

13 აპრ 202015:16
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ფორმულას“ კითხვის, (საუბარია თერჯოლისა და აჭარის მაგალითებზე, როდესაც ვირუსის გავრცელება მოხდა მას შემდეგ, რაც პაციენტებმა დატოვეს საავადმყოფო) პასუხად განაცხადა, რომ ამჟამად, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული პროტოკოლი ეფექტურია.

თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, პროტოკოლის ეფექტურობა მის ხარისხი არ განსაზღვრავს.

„პროტოკოლი გახლავთ ეფექტური, მაგრამ მხოლოდ პროტოკოლის ეფექტურობა მისი განხორციელების ხარისხსა და ეფექტურობას არ განსაზღვრავს. რეგულირების სააგენტომ დღეს უკვე მომაწოდა სია როგორ შეისწავლის ამ ჯაჭვს და მოკლე პერიოდში იქ არსებული ჯაჭვი და იქ არსებული ხარვეზები გახდება ჩემთვის ცნობილი.

ამის მერე მექნება იმის საშუალება, რომ განვიხილო როგორც პროტოკოლის ხარვეზები ასევე იქ არსებული გადაცდომები და ამას მოჰყვება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მსგავსი არ განმეორდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ. 


close დახურვა