logo
ENG



ტიკარაძე აქციებზე: რომ დავინახეთ რა შეიძლება მოჰყოლოდა, დამატებით მოვაბილიზეთ საწოლფონდი

24 ნოე 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით კოვიდპაციენტებისთვის თავისუფალია 279 საწოლი. ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ოქტომბრის ქუჩის აქციების დროს, დროულად გაამზადა დამატებითი საწოლფონდი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, გარდა კლინიკებისა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს დროული მკურნალობა და კვლევები უტარდებათ კოვიდსასტუმროებშიც.

"ამ ეტაპისთვის, მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952. განთავსებულია 5 741 პაციენტი, აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მუშაობა დაასრულა 817-მა პაციენტმა. ჯანდაცვა კომპლექსური სფეროა და გამოსავალია რამდენიმე. მთავრობას ხშირად გვსაყვედურობენ, რამდენად სწრაფად ხდება საწოლფონდის მობილიზება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა ქუჩის აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი. თუ ოქტომბრის თვეში მობილიზებული გვქონდა 3 300 საწოლი, დღეის მდგომარეობით უკვე გვაქვს 7 000 საწოლამდე მობილიზებული, რითაც ვცდილობთ ვმართოთ ნაკადები და ყველა ჩვენს მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ვზრუნავთ სასტუმრო სექტორში მობილიზაციაზეც. სასტუმროებს ჰყავთ თავიანთი კურატორი კლინიკები, სადაც პაციენტები განსაზღვრულ გადიან კლინიკურ კვლევებს, რის შემდეგაც ენიშნებათ მკურნალობა. იქ არის იმის საშუალება, რომ პაციენტებმა განსაზღვრულ დროს მიიღონ სტაბილიზაციის კომპონენტები", - განაცხადა ტიკარაძემ. 

მისი თქმით, მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით, მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით წარმატება არ მიიღწევა და მნიშვნელოვანი პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების დაცვა. 

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 051 გარდაიცვალა.


close დახურვა