logo
ENG



ტიკარაძე კორონავირუსზე: ჩვენთვის დღესდღეობით ავერსის ქსელის კლინიკაა საყურადღებო

03 სექ 202011:56
3 წუთის საკითხავი
 
q444r7akgimfyrl.jpg

"ახალი შემთხვევები, ძირითადად, ავერსის კლინიკასთანაა დაკავშირებული", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისო სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში საყურადღებო ავერსის კლინიკაა.

"ავერსის კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღეის მდგომარეობით ავერსის კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და პრემიერისა და მინისტრის კონტროლის ქვეშაა აყვანილი. ჩვენთვის დღესდღეობით საყურადღებოა ავერსის ქსელის კლინიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.

2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს. სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.

დღეს, 3 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინში 6 185 ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა