ჯანდაცვის გადამდგარმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები არ მიიწვია.
ღონისძიებას სასტუმრო ბილტმორში NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დაესწრნენ, ასევე, ექიმები და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მინისტრები არ მიიწვიეს, რადგან ღონისძიება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს და მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
ტიკარაძე უწყებას 2019 წლის 18 ივნისიდან ხელმძღვანელობდა.