ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში არ მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროცესმა შესაძლოა, გადაიწიოს.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სკოლის მოსწავლეებმა სწავლა შეუფერხებლად გააგრძელონ.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც დღეს, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 2 მარტს შეწყდა. მას შემდეგ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, გაკვეთილები და ლექციები ონლაინ-რეჟიმში უტარდებათ.