logo
ENG



ტოკიოსა და მის შემოგარენში ხვალ ტაიფუნს ელიან

11 ოქტ 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
syk90fgtkwxfl3e.jpg

 ტაიფუნს სახელად „ჰაგიბის“ ტოკიოსა და მის შემოგარენში ხვალ ელიან. მოსალოდნელი სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, რომლებიც ხვალ უნდა გამართულიყო გადაიდო.

ასევე გაუქმდა ასობით ავიარეისი, ტოკიოში დახურულია მაღაზიები და საწარმოები, არ მუშაობს მეტრო. გავრცელებული ინფორმაციით ქარის სიჩქარემ საათში ორას კილომეტრს გადააჭარბა. ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება. ხელისუფლება მოსახლეობას პროდუქტის მომარაგებისკენ მოუწოდებს.

 


close დახურვა