ოლიმპიურ თამაშებს ტოკიოში მაყურებლები არ დაესწრებიან - ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს. გადაწყვეტილება უკავშირდება იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაღალ დონეს, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.
მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა თამაშების ჩატარება მაყურებლების დასწრებით. თუმცა პრემიერმინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ ვირუსის დელტა შტამის გავრცელების მაღალი დონის გამო აუცილებელი გახდა პრევენციული ზომების მიღება.
მოსახლეობას ასევე სთხოვენ, არ შეიკრიბონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სამჭიდი. ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ტოკიოს გარეთ მდებარე ადგილები მცირე რაოდენობის მაყურებელს ამის საშუალება მიეცემა.
ოლიმპიური თამაშევი 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.