ტონგაში გიგანტური ტალღების ამოფრქვევას ცუნამი მოჰყვა.
დედაქალაქ ნუკუალოფაში ხმელეთი წყალმა დაფარა, ჰაერი კი ფერფლით იყო სავსე.
მოსახლეობა ცდილობს, თავი მთიან ადგილებს შეაფაროს.
ტონგას უმეტეს ნაწილში გამორთულია ელექტროენერგია, ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები, შესაბამისად, რთულია ინფორმაციის მოპოვება დაღუპულების, დაშავებულების და დაზიანებული ქონების შესახებ.
ტონგას დედაქალაქი ვულკანიდან ჩრდილოეთით, მხოლოდ 65 კილომეტრში, ქვეყნის მთავარ კუნძულ ტონგატაპუზე მდებარეობს.