logo
ENG



ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში – ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო

01 აპრ 202517:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/01/1e1rfzuona9b47v.png

ისლანდიის დედაქალაქის სამხრეთით ვულკანის ამოფრქვევამ ცეცხლისფერი ლავისა და კვამლის ძლიერი ნაკადი წარმოშვა, რის გამოც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

მიუხედავად ვულკანური აქტივობისა, საჰაერო მიმოსვლა შეუფერხებლად გრძელდება.

ჩრდილოატლანტიკურ კუნძულზე, რომელსაც "ყინულისა და ცეცხლის ქვეყანას" უწოდებენ, 2021 წლიდან ეს უკვე მეთერთმეტე ამოფრქვევაა. ვულკანური სისტემა, რომელიც თითქმის 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, კვლავ გააქტიურდა.


close დახურვა