logo
ENG



ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა

20 ივლ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
l0mfx0c3npytrd8.png

4 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იაპონიაში სუმო დაბრუნდა. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ივლისის ბაშო რომელიც ტრადიციულად ნაგოიაში იმართებოდა  ტოკიოში გადმოიტანეს და დარბაზში მაყურებელიც დაუშვეს.

ზაფხულის სუპერტურნირს მე-11-ე მაეგაშირას რანგით შეხვდა „ტოჩინოშინი”.  ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძის  მეტოქე ბრაზილიელი - კაისეი იყო, რომელმაც ქართველი სუმოისტი დაამარცხა. ივლისის ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღის წინ, ლევანის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 33 წლის იაპონელი გოლიათი - მიოგირიუ იქნება.


close დახურვა