logo
ENG



ტრავმული დაზიანებები შეუძლებელია აღმოჩენილიყო, გვამური პროცესი შორს იყო წასული - ექსპერტი

23 ივლ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 
qh89jw7eb42b7ri.jpg

„სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთების ან სხვა ტიპის ტრავმული დაზიანებების სახით შეუძლებელია ყოფილიყო აღმოჩენილი მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვამური მოვლენების გამო.

სხვა მხრივ ხილული ტრავმული დაზიანებები, მაგალითად ძვლების მოტეხილობა, ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა სახის ჭრილობები არ აღენიშნებოდა", - განაცხადა ცენტრ „ემპათიის" ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა. ის ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტის სახით ჩაერთო ექსპერტიზის პროცესში და გარდაცვლილის, მარიამ ბაჩალიაშვილის სხეულის გარეგანი დათვალიერების შედეგებზე საუბრობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 


close დახურვა