logo
ENG



ტრამპის ადვოკატი კიევში ვიზიტის შემდეგ 20-გვერდიან ანგარიშს ამზადებს

14 დეკ 201919:37
3 წუთის საკითხავი
 
ivpwg17hv6wezy7.jpg

კიევში ვიზიტის შემდეგ რუდი ჯულიანი დონალდ ტრამპისთვის 20-გვერდიან ანგარიშს ამზადებს. პრეზიდენტის ადვოკატი საიმპიჩმენტო მუხლებზე კონგრესში გამართული კენჭისყრის პარალელურად თეთრ სახლში იმყოფებოდა და ქვეყნის ლიდერს შეხვდა. 

Wall Street Journal-ი წერს, რომ ტრამპი ჯულიანის უკრაინიდან დაბრუნების თაობაზე ტელეფონითაც ესაუბრა, რა დროსაც ადვოკატმა უთხრა, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვა, ვიდრე პრეზიდენტს შეეძლო წარმოედგინა.


close დახურვა